მიხეილ დაუშვილი - ძალიან მძიმეა საუბრის ნახვა, სადაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტს

ძალიან მძიმეა საუბრის ნახვა, სადაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

დაუშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდეს.

“როგორც ჩანს, კომუნიკაციები არსებობდა და საინტერესოა, ეს კომუნიკაცია არსებობდა თუ არა იქამდე, ან ამის შემდეგაც. ძალიან მძიმეა საუბრის ნახვა, სადაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტებს.

მე გამიჭირდება ვთქვა, ასეთი რამე მოხდა, თუ არა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტის შემთხვევაშიც, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი რამ ადრე მომხდარა, თუმცა მნიშვნელოვანია დადასტურდეს ჩანაწერის ავთენტურობა",-განაცხადა დაუშვილმა.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის