გურამ მაჭარაშვილი - პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება - სადღაც, რაღაც ჩანაწერებია, ვიღაცამ რაღაც, თქვა, საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის

პრიორიტეტული საკითხებია მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება - ისეთი საკითხები, რომელზეც მეკითხებით, რომ სადღაც რაღაც ჩანაწერებია, ვიღაცამ რაღაც თქვა და ა.შ. , საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ თუ ისეთი ინფორმაცია აქვთ, რაც საფრთხისშემცველია, შეუძლიათ, შესაბამის უწყებებს მიმართონ.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს პრიპროტეტული საკითხები, მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და კიდევ ბევრი სხვა მიმართულება. ისეთი საკითხები, რომელზეც თქვენ მეკითხებით, რომ სადღაც რაღაც ჩანაწერებია, ვიღაცამ რაღაც თქვა და ა.შ. საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. თუკი გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის, ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობენ და უნდა მიმართოთ. ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის სახელმწიფო მდივნის განცხადება ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიც არის უკრაინაში ომი, თქვენ თუ სხვა თემა გაინტერესებთ, ამაზე ჩემი კომენტარი არ იქნება. ოკუპანტი სახელმწიფო იყო 2008 წელსაც, იმის მერეც, როცა "მთავარი არხის" მესვეურები ვინც არიან, მათ ბელადი ღვინის ჭიქით ხელში ეუბნებოდა ოკუპანტ რუსებს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩამობრძანდით და მეტი ინვესტიციები ჩადეთ საქართველოშიო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება