სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" "ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის - China, Russia and New Eurasian Order პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაცია 15 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.
„წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში, მკვლევრები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები.
წიგნში სიღრმისეულად განხილულია რუსეთისა და ჩინეთის ევრაზიული ხედვა, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კონკურენცია, რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და ცვალებადი გლობალური წესრიგი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.