ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის

დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროპა საქართველოს გვერდით დგას.

„ნება მომეცით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ საღამოზე და „ევროპალია-საქართველოს" გახსნაზე. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ბელგიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ჰაჯა ლაბიბს, ასევე ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მის აღმატებულებას ევროკომისარ ვარჰეის, რომლებმაც პატივი დაგვდეს და შემოგვიერთდნენ. გვაქვს პატივი ვმასპინძლობდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

დღე, რომელსაც ვზეიმობთ, 1918 წელს რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლებას აღნიშნავს. სამწუხაროდ, მაშინდელმა სამყარომ ვერ შეძლო საქართველოს გვერდით დგომა, როდესაც რუსეთი ხელახლა შემოიჭრა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ.

დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის. ასი წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროპა დგას საქართველოს გვერდით, ისევე როგორც უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ევროპული მხარდაჭერა და სოლიდარობა არის ასევე ის, რისი აღნიშვნაც გვსურს ამაღამ", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის