ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ტერიტორიაზე რვა ათასი წლის ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს - ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა

როგორც ჩვენმა ელჩმა უკვე განაცხადა, დღეს საღამოს გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ქართული მრავალხმიანობა. ეს მრავალხმიანობა - საერო, სარიტუალო, რელიგიური, საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო, ალბათ, საუკეთესოდ წარმოადგენს ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და შემოქმედებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღვინოზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა.

„ყოველთვის, როდესაც საქართველოს ევროპულ იდენტობაზე მიწევს საუბარი, არ შემიძლია უგულებელვყო, ალბათ, ყველა სხვა ევროპელთან ჩვენი დაახლოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - ღვინო. ამას სიფრთხილით ვამბობ, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, რომელმაც ლუდი, და არა ღვინო, ხელოვნების დონემდე აიყვანა! საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება. საქართველოს ტერიტორიაზე რვა ათასი წლის ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს. ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება