პრემიერი - დიდი პატივია, რომ წელს „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება, საქართველოს უძველესი ისტორია და კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის სამეფოში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ბელგიის სამეფოში გამართული ღონისძიების ორგანიზებაში.

„თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო! ძვირფასო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრო, ძვირფასო კომისარო ვარჰეი, პატივცემულო სტუმრებო,

პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მადლიერება ბელგიის მთავრობისა და ქალბატონი მინისტრის მიმართ მხარდაჭერისა და თბილი მასპინძლობისთვის.

ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში.

იწყება ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წელს "ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება. საქართველოს უძველესი ისტორია და მდიდარი კულტურა წარმოდგენილი იქნება ათეულობით გამოფენით, კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა თუ ლიტერატურული საღამოებით.

ქართული კულტურა ასეთი ყოვლისმომცველი მასშტაბით ჯერ არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი საზღვარგარეთ. ეს ჩვენ გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გავაცნოთ ერთ-ერთი უძველესი ისტორია და კულტურა ბრიუსელს და სხვა არაჩვეულებრივ ქალაქებს ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროპულ ერებს შორის ჩვენი ადგილის დაბრუნება ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ოცნების ასრულებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის