მამუკა ხაზარაძე - კულტურის მინისტრი საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო მეთოდებით მიზანმიმართულად კლავს თავისუფალ შემოქმედებით მუხტს

როცა კინოცენტრის დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგყავს კადრი, სხვა არაფერია, თუ არა ქართული კულტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კულტურის მინისტრი საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო მეთოდებით მიზანმიმართულად კლავს თავისუფალ შემოქმედებით მუხტს.

"ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება! თავისუფლებას კი მოპოვება და დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქართველოა, სადაც, ჯერ კიდევ, ბიუროკრატებისა და პოლიტიკანების მხრიდან ხელოვანი ხალხის გაკონტროლების დიდი სურვილი და მონდომებაა.

სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანას ტოვებენ ნიჭიერი ადამიანები, როცა გელათი, ვარძია, გრემი საფრთხეშია, როცა სახელმწიფო მუზეუმიდან ათავისუფლებ ღვაწლმოსილ პროფესიონალებს, როცა კინოცენტრის დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგყავს კადრი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ ქართული კულტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება.

ბიძინა ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების, ვინც მის შანტაჟს, ფულს ან პროვოკაციას არ ემორჩილება. მისი დავალებით კულტურის მინისტრი საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო მეთოდებით მიზანმიმართულად კლავს იმ თავისუფალ შემოქმედებით მუხტს, რაც აცოცხლებს ქართულ კულტურას.

ახლა თუ დავუთმობთ, მერე გვიანი იქნება თავში ხელის რტყმა. ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ და პროფესიონალ ხელოვანს, განათლება და კულტურა არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა!", - წერს ხაზარაძე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის