მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს დეოლიგარქიზაცია საქართველოს არ სჭირდება

„ოცნება" მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს დეოლიგარქიზაცია საქართველოს არ სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებმა მკაფიოდ თქვეს, რომ დეოლიგარქიზაცია საჭიროა, ამიტომ ევროკომისიის პუნქტებიდან ამ მოთხოვნას არ ამოიღებენ.

"ვერ იქნება ამოღებული დეოლიგარქიზაცია მოთხოვნებიდან, პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება, ამაზე პარტნიორები პირდაპირ მიგვითითებენ. დეოლიგარქიზაცია ამ კანონით არ მიიღწევა, სისტემური რეფორმებით მიიღწევა, რომლითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აძლიერებ. "ოცნება" მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს დეოლიგარქიზაცია საქართველოს არ სჭირდება. თუმცა, პარტნიორებმა მკაფიოდ თქვეს, რომ დეოლიგარქიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, "ოცნების" მიზანი არ არის რეალური რეფორმების გატარება, მათი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა,"- განაცხადა დაუშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება