პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე როგორც საქართველოს საერთო აღქმას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაუსრულებელი საკითხები.

„შარშან, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე შეათანხმეს 12 პრიორიტეტი, 12 საკითხი, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. მუშაობა მიმდინარეობს, უკვე ბევრი რამ არის მიღწეული. მინდა მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს დავინახავთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე როგორც საქართველოს საერთო აღქმას“, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას