თეონა აქუბარდია მმართველ გუნდზე - პარტნიორებთან ძველბიჭური ტონით საუბარი, ცხადს ხდის, რომ არაფრის გაკეთებას აპირებენ

პარტნიორებთან ძველბიჭური ტონით საუბარი, ცხადს ხდის, რომ არაფრის გაკეთებას აპირებენ - „ოცნების“ პროპაგანდაა დასავლეთის დადანაშაულება იმაში, რომ საქართველო შესაძლებლობას, სავარაუდოდ, გაუშვებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმის პარალელურად, როცა პრემიერი ამტკიცებს, რომ რეკომენდაციები შესრულებულია, პარტნიორები მისი შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. აქუბარდია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში ევროკომისართან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციები არ გამართულა.

„განცხადებები, რომ რეკომენდაციები შესრულებულია და პარტნიორებთან ძველბიჭური ტონით საუბარი, ცხადს ხდის, რომ არაფრის გაკეთებას აპირებენ - პრემიერისგან გვესმის ჯიუტი განცხადება, რომ ყველაფერი შესრულებულია, პარტნიორები კი მოუწოდებენ გააკეთონ ყველაფერი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. მათი ღია პროპაგანდაა, რომ დაადანაშაულონ დასავლეთი და არა საკუთარი თავი იმაში, რომ ამ შესაძლებლობას სავარაუდოდ, საქართველო გაუშვებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც საქართველოს მოსახლეობას სურს და არც ჩვენ. იკვეთება, რომ ძალაუფლებას სურთ ანაცვალონ ცივილიზაციური არჩევანი.

ჩვენ გუშინ ორი მძიმე განცხადება მოვისმინეთ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ევროკომისარი ვარჰეი მცდელობებს უწოდებს რეკომენდაციების შესრულებას და მოუწოდებს მუშაობა გაგრძელდეს, ამავდროულად იყო შარლ მიშელის მოწოდება ინკლუზიური რეფორმების განხორციელებისკენ და არც ერთი პრესკონფერენცია ერთობლივი პრემიერთან, რაც არის გზავნილი, რომ საქართველო არ დგას სწორ გზაზე, "ქართულ ოცნებას" არ მიჰყავს ქვეყანა ევროპისკენ და ვფიქრობ, ეს არის ბოლო გაფრთხილება,"- განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს