პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ 15 ივნისის პლენარულ სხდომაზე “თავისუფალ ტრიბუნას“ აღარ გამოიყენებს.
პარლამენტის ბიუროს „ლელოს“ ხელმძღვანელის დავით უსუფაშვილის მიმართვა წარედგინა პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმდინარე კვირის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების და შესაბამისად, 15 ივნისს დაგეგმილ თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ.
დღევანდელ პლენარული სხდომაზე „თავისუფალ ტრიბუნით“ „გირჩი“, „რეფორმების ჯგუფი“ და ასევე, „ქართულ ოცნება“ ისარგებლებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციას უფლება აქვს, მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს. სწორედ ამას ეწოდება „თავისუფალი ტრიბუნა“.
ასეთი მოთხოვნის დასმის შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია ფრაქციას დაუყოვნებლივ მოუსმინოს.