გია ვოლსკი - 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია

90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - პოზნერს ვინ ეკითხება რამეს, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძე პოზნერზე ამერიკის მოქალაქეს ესაუბრება და დაჩეხილი საუბარი პოზნერზე მეასეხარისხოვანია.

"ამ თემაზე ზურაბ აბაშიძე ელაპარაკება ამერიკის მოქალაქეს, რომელიც საქმის კურსში არ არის, საქართველოში რა ხდება. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას, 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ 90 წლის კაცს და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, რაც ჩემთვის სასიამოვნო არ არის, კვერცხებით დევნა არ არის იმ ღირსების მაჩვენებელო, რაც ჩვენს ერს და ნაციას გააჩნია. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, ბევრი ინტერესი მათი გატარებული აქვს "ნაცმოძრაობას", მათ შორის, თავის ტელევიზიების ჩართვით, დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა დაჩეხილი მითუმეტეს ამერიკის მოქალაქესთან ზურაბ აბაშიძეს, ეს უკვე მეოცე და მეასეხარისხოვანია. პოზნერს ან რუსეთში ვინ ეკითხება რამეს, ან ისრაელში, მოხუცი კაცის დევნა, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს ჩემთვის მისი პიროვნება, არ წარმოადგენს ღირსების მაჩვენებელს, რაც ჩვენს ერს გააჩნია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება