იმერეთში „გემო ფესტის“ ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება

17-18 ივნისს, ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მესამე ფესტივალი იმერეთში იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეები, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად შეარჩია. წელს იმერეთიდან „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, ფერსვის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს, რომელთა მოძიებაშიც ჩართული იყო DMO იმერეთი.

„გემო ფესტში“ მონაწილეობამდე ადგილობრივმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგები გაიარეს.

„ჩემთვის „გემო ფესტი“ ძალიან დიდი სიახლის საწყისია, მანამდე თუ გვინდოდა, რაღაც ახალი შეგვექმნა და არ გვქონდა ამისთვის დრო, რესურსი ან იმის გამოცდილება, რომ მაგალითად გამოცდილ შეფებთან ერთად, რაღაც ახალ გემოებზე გვემუშავა. „გემო ფესტზე“ შევქმნით ახალ კერძს და იმედი გვაქვს ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება. „გემო ფესტს“ კიდევ მადლობა, რომ მოგვცა საშუალება სიახლისკენ გადაგვედგა კიდევ ერთი ნაბიჯი“,-ამბობს ფესტივალი მონაწილე ნუცა ცისკარიშვილი.

ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

"გემო ფესტი საშუალება და შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის ვინც გასტრონომიის სფეროშია ან არიან მოყვარულები, რომ წარადგინონ საკუთარი პროდუქტი, საკუთარი სახე დაანახონ ადამიანებს თუ რა შეუძლიათ. ინოვაციები შესთავაზონ ადამიანებს ვისაც სურს რომ იმერული, ქუთაისური გემოები, კერძები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იხილოს, მოვიდეს გასინჯოს, მიიღოს სიამოვნება და ორი ძალიან კარგი დღე გაატაროს“,-აცხადებს ფესტივალის მონაწილე გიზო ბანძელაძე.

„გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.

ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტო ზონები. გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი დაუკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით.

“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის