ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მისთვის ბევრ ადამიანს მიუმართავს, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა.

„გლობალურმა ომის პარტიამ ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. გლობალურ ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას, არც ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძის, ხაზარაძის და სხვების იმედი და რაღაცნაირად, იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარებას ააყირავებდნენ. ამიტომ ლამის ნახევარი მსოფლიო ჩართეს, რომ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა