სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე - მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე - მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი

მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინული გამოცემის, „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მისი უკრაინაში დაბრუნების თხოვნით.

„იმიტომ, რომ ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც ჰყოფდა და ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. საქმე ეხება არა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა თვლის, რომ ის არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, რომ მას შესაძლოა არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა მოექცნენ. ისინი ძალიან ჰუმანურები არიან; ქართველები ძალიან ტოლერანტები არიან. მაგრამ მოსახლეობის განცდა არის ის, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი იყო მისი რეჟიმის დროს. ზოგადად, ასეთი განწყობა არსებობს, მაგრამ ამავე დროს არის განცდა, რომ მას ღირსეულად უნდა მოეპყრონ და გამოსავალი უნდა მოიძებნოს. აღვნიშნავ, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შეწყალება არის მორალური საკითხი, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი ადამიანების წინაშე, მაგრამ ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემს კავშირებთან და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც უფრო შეესაბამება იმას, თუ როგორ უნდა მოექცე ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ შეუძლიათ განსხვავებულად უპასუხონ ექსტრადიციის მოთხოვნას, მაგრამ უნდა უპასუხონ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ პირადად ბევრმა ადამიანმა სთხოვა, მაგრამ მან აუხსნა, რომ შეწყალება ამ გამოსავალი არ არის, „თუმცა, არის სხვა გზები და თუ არის ზეწოლა, მაშინ უნდა მოხდეს ზეწოლა იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს“.

„მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ყველაფერი ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარე სამყაროში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, პრეზიდენტის განცხადებით, მის შემთხვევაში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.

„ერთადერთი, რაც მსგავსია, არის ის, რომ პრეზიდენტი - და ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტში - ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მასზე მაშინ შეიძლება ზეწოლა შიგნიდან მოხდეს. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობთ, 3000 პატიმარი გვყავს. ნებისმიერმა ადამიანმა თავისი ოჯახიდან, მეგობრებიდან ან გავლენიანი ჯგუფებიდან შეუძლია დაიწყოს ზეწოლა. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო თუ არა. მაგრამ რაც ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საქმეა. მაგრამ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება- ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის, არ შეიძლება ზეწოლას დაექვემდებაროს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა