მამუკა მდინარაძე - ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება და რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით

ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება და ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, ისინი "დამწყები ექსტრემისტები და ფაშისტები" არიან და ნახევარ საათში "იშიფრებიან".

"სქემა არის გაშიფრული, ადამიანები ვინც ეს პერფორმანსი განახორციელა, 2 ადამიანი იყო ამის შემოქმედი, ერთი თანმხლები პირი და ერთი თავად ქალბატონი და რა ფორმით იყო - ისე, რომ შშმ ბავშვებს ყურებში ხელების მიჭერა მოუწიათ და რა აკადრეს შშმ ბავშვებს ეს ცალკე საკითხია. მეორე - ის ადამიანი, რომელიც მას ახლდა, რამდენიმე დღის წინ იყო პარლამენტის წინ კარვის გაშლის ორგანიზატორი და თუ არ ვცდები, ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული - ვინმე ბეჟო, თუ სახელი არ მეშლება, ეს ადამიანი იყო აღშფოთებული სტუდენტიც, რომელიც სხვებთან ერთად დახვდა უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძეს და 36 წლის ყოფილა, როგორც გავარკვიეთ, ეს ადამიანი იყო გუშინდელი პერფორმანსის მომწყობიც, დაკავშირებული ელენე ხოშტარიასთან და "ფორმულასთან". ანუ, ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება და ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით. იკრიბებიან იმ ადამიანის რესტორანში და იქ იდგმება ეს უნიჭო სცენარები,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა გუშინ ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან. პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა