მამუკა მდინარაძე მომღერალ აგალაროვზე - ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ რადიკალური ოპოზიციის ჩამოყვანილია არ გაბრაზდებიან, თუ არა, გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე - ამ ფსევდო გაბრაზებებთან გვაქვს მათი მხრიდან საქმე

ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ მათიანის ჩამოყვანილია, არ გაბრაზდებიან. თუ მათიანის ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე, როგორც იტყვიან ხოლმე. აი, ამ ფსევდო გაბრაზებებთან გვაქვს მათი მხრიდან საქმე, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, გაღიზიანდებოდა თუ არა ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობა მომღერალ ემინ აგალაროვის ვიზიტზე საქართველოში.

მდინარაძის თქმით, თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან.

„გააჩნია ეს ადამიანი (ემინ აგალაროვი) რა ეგიდით არის ჩამოსული. ოკუპაციის კანონი თუ არ არის დარღვეული ან რაიმე პროვოკაცია თუ არ იყო მისი მხრიდან მოსალოდნელი, მას ჩამოსვლის პრობლემა არ ექნებოდა. თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, მაშინ პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან. გააჩნია რა მოხდება. მაგალითად, ვინოკუროვის შემთხვევა ასეთი იყო, ხმა რომ ამოეღო თავიდანვე ვინმეს ან რაიმე შეფერხება ყოფილიყო, იტყოდნენ, ანტიპუტინისტ რუს მოქალაქეებს ებრძვის „ქართული ოცნებაო“ და რომ არ შეექმნა, შემდეგ გახდა ლავროვის ნათესავი და ა.შ. აქედან გამომდინარე, რეალურად თვალთმაქცობაა მათი ყველა საქციელი. თუ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქმის კურსში ყოფნა ფიქსირდება ან რადგან ნანი ბრეგვაძესთან არის შეიძლება მოერიდოთ ცოტა და არ გაღიზიანდნენ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის