თინა ბოკუჩავა - ჩვენი დასავლელი პარტიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას

ჩვენი დასავლელი პარტიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიუსელიდან გაკეთებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფალი, რომელიც „ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს“.

„რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ იხილონ საქართველო ევროკავშირში, მათ სურთ, რომ იყოს დადებითი გადაწყვეტილება მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელსაც დღესაც ქართველი ხალხი იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფალი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის