მამუკა მდინარაძე პარლამენტში სხდომის დამსწრე ახალგაზრდებზე - ოპონენტებმა თავისიანებად რომ ვერ დაიგულეს, გული გაუსკდათ, პანიკაში იყვნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ, არ მოხვიდეო

სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციების წარმომადგენლები იყვნენ 37- ვე, 3-4-ია ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან - ოპონენტებმა თავისიანებად რომ ვერ დაიგულეს, გული გაუსკდათ, პანიკაში იყვნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ, არ მოხვიდეო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სხდომის დამსწრე სტუმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისინი "ქართული ოცნების" დავალებით სხდომათა დარბაზში აქცია პერფორმანსის მოწყობას გეგმავდნენ.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტს ყოველდღე სტუმრობენ მოსწავლეები და სტუდენტები და "ესეც ჩვეულებრივი ტური იყო".

"ტყუილია, რომ პარტიული აქტივია, შეიძლება რამდენიმე ადამიანი მართლა ყოფილიყო ჩვენი მომხრე. ამ ქვეყანაში 50 პროცენტზე გაცილებით მეტი ფიქსირდება ჩვენი მომხრე და სტუდენტი რომ გამოერიოს, პარლამენტის საორგანიზაციო სამსახურებმა ეს უნდა დააზღვიოს რომ "ქართული ოცნების" მომხრე ან პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არ შეერიოს? ვისმენდი, კობახიძის სტუდენტიო ამბობდით, კობახიძის სტუდენტი არის რამდენიმე ათასი ადამიანი და აქ რომ მოვიდეს ვინმე რა პრობლემაა? ყოველთვიურად აწყობს ტურებს 3-4- ჯერ, 60 და 80 სტუდენტი მოჰყავს ხოლმე, მათაც ვესალმებით ხოლმე ტაშით, როგორც დღეს. დღეს 37 ადამიანი შეიმჩნიეთ, გაგიჟდით და ერთი კვირის წინ 60 არ შეიმჩნიეთ? ამ შენობაში ყოველ დღე ეწყობა სტუდენტების და მოსწავლეების ტური. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები არიან ყველგან, სტუდენტურ თვითმმართველობებშიც, რადგან ბევრნი არიან. ჩვენ სად გამოვრიცხოთ ეს ხალხი? თქვენს ჭკუაზე ვიაროთ? 37 ადამიანიდან 3 ან 4 - ია როგორც გავარკვიეთ და ეს დავალება უნდა მიგვეცა, რომ 3-4 ადამიანი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან არ გამოერიოს? ჩვენმა ოპონენტებმა გუშინდელი დღის მერე რომ ვერ იცნეს სტუდენტები დღეს და თავისიანებად ვერ დაიგულეს, გული გაუსკდათ, რაღაცები არ გადმოეყარათ იქიდან, პანიკაში იყვნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ, არ მოხვიდეო. ამ დროს ერთ - ერთი ჩვეულებრივი ტურია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციების წარმომადგენლები იყვნენ 37- ვე,"- განაცხადა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს