პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პირველი მოსმენით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პირველი მოსმენით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების მთავარი პრინციპია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერება და მისი იმ სამართლებრივი მექანიზმებით აღჭურვა, რაც უწყებას პაციენტის უსაფრთხოებისა და სამინისტროს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები იზრდება. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.

ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით - იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რადგან ის ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციებს.

ცვლილებები, ასევე შედის ხუთ მოქმედ კანონში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საპროცესო კოდექსებში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების, სააღსრულებო წარმოებათა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება