საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ღონისძიება

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მიწვეულმა ეკონომისტებმა, ფინანსისტებმა, დარგის ექსპერტებმა და მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ანგარიშის თანახმად, პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილის აიჰან კოსეს განცხადებით, ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, ხანგრძლივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს და პოლიტიკის შემმუშავებლებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, ძლიერი ეკონომიკური ზრდაა, საბანკო სექტორი ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზირებულია.

"დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა წარადგინეს ანგარიში და ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე. ჩვენი მხრივ ვისაუბრეთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება მოუწია - პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი. ეროვნულმა ბანკმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ და ქვეყანამ შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა, სამთავრობო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის