თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრებს გთავაზობთ, ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი მიმართვა გავუგზავნოთ - მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინასთან ერთად საქართველოსაც გამოუცხადონ

პარლამენტის წევრებს გთავაზობთ, ნატოს წევრ ქვეყნებს, ვილნიუსის სამიტის წინ, ერთობლივი მიმართვა გავუგზავნოთ, - ასე მიმართა დეპუტატებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ერთობლივი მიმართვით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

„პარლამენტის წევრებს გთავაზობთ, ნატოს წევრ ქვეყნებს, ვილნიუსის სამიტის წინ, ერთობლივი მიმართვა გავუგზავნოთ. მნიშვნელოვანი გზავნილია, არა მხოლოდ იმისა, რომ საქართველოს სურს გახდეს ნატოს წევრი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, უკრაინასთან ერთად საქართველოსაც გამოუცხადონ, იმ ფონზე, როდესაც არის ინფორმაცია, რომ სამიტზე საქართველო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ იქნება წარმოდგენილი, რაც ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში ძალიან ცუდია.

2020 წელს ჩვენ პარლამენტში მიღებული გვაქვს საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია, სადაც ნატო-ში გაწევრიანების ცალკე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული. ეს არის თითოეული პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ამ ერთობლივი მიმართვით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, ისევე როგორც საერთო ღირებულებების ერთგულების კუთხით“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ფრაქციამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა უნდა გაითავისოს ის, რომ ნატო-ს წევრობა არის ეროვნული ინტერესი.

„ნატო-ში გაწევრიანება არის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გზა და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, სწორედ ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას და ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა და პრობლემისა ყველაფერი გავაკეთოთო, იმისთვის რომ ერთობლივი ხელმოწერა და ნატო-ს ლიდერებისთვის ამ ყველაფრის ერთობის დემონსტრირება შევძლოთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით