ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი და რონ დესანტისი უკრაინაში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპსა და რონ დესანტისს უკრაინაში ეპატიჟება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატები - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინაში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ უკრაინის მარცხი მოგვიანებით მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს მოიტანს.

NBC-ის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირების განხილვა “უკრაინისთვის დიდ რისკს” წარმოადგენს, მაგრამ თვლის, რომ ეს არ მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაზე იმარჯვებს, იგი მეზობელ ქვეყანაზე შეიძლება გადავიდეს, რომელიც ნატო-ს მოკავშირეა, რაც ფართო მსოფლიო ომის გაჩენის რისკს აჩენს.

“მზარ არიან, რომ ომი დაიწყონ, რომ საკუთარი შვილები გაგზავნონ? მზად არიან, რომ მოკვდნენ? თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახერხებს, ისინი ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე, ნატო-ს ნებისმიერ ქვეყანაზე გადავლენ, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ს არჩევანი ექნება ბრძოლასა და ნატო-ს დაშლას შორის”, - განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც მას ტრამპსა და დესანტისზე ჰკითხეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის