პაატა მანჯგალაძე - თორნიკე რიჟვაძე სამარცხვინო პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა - მის განცხადებაზე მახსენდება ცნობილი ანეკდოტი „მე მომკლეს ბაბუაო“ - საინტერესოა, თვითონ სად იყო 2008 წელს

რიჟვაძის განცხადებები საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თავად რიჟვაძე სად იყო 2008 წელს.

თორნიკე რიჟვაძე სამარცხვინო პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, პოლიტიკოსი თუ არის არც ვიცი. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგოა. მის ამ განცხადებაზე მახსენდება ცნობილი ანეკდოტი, „მე მომკლეს ბაბუაო“, თვითონ სად იყო 2008 წელს ეს არის საინტერესო”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო. ერთმანეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმა 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?”

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის