„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციების მეოთხედი დარღვევებითაა შევსებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2022-2023 წლის დეკლარაციები შეისწავლა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესწავლილი დეკლარაციების მეოთხედი დარღვევებითაა შევსებული.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხეში შეავსო.

"შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების, ასევე მუნიციპალური ააიპ-ების, სულ 202 თანამდებობის პირის დეკლარაცია;

50 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა; მათ შორის დარღვევებით შეავსეს დეკლარაციები ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერებმა, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსო.

გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა;

აღსანიშნავია, რომ 4 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.

იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია, ან ჰქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, ჰქონდათ თუ არა კვლევაში ნახსენებ კომპანიებს ბრუნვა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალურად, დარღვევებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის