გიორგი ვაშაძე - როგორც მინისტრს, მოგთხოვათ თუ არა ვინმემ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს? - დამისახელეთ ერთი პირი ევროპაში, ვინც გითხრათ: „ყოჩაღ ხელისუფლება, რომ თავს ესხმით პარტნიორებს, ეს არის გზა, რომელიც ხელს შეგიწყობთ ინტეგრაციაში“

თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას იმყოფება.

გარდა ამისა, ვაშაძე დაინტერესდა იმ ფაქტითაც, ევროპელი პარტნიორების რა პოზიციაა მინისტრისთვის ცნობილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

"პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას, სადაც თქვენც იმყოფებოდით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგში მოგაყოლათ დეოლიგარქიზაციის კანონი. ამ კანონზე ევროკავშირმა, ვენეციის კომისიამ, ყველამ გითხრათ, რომ არ უნდა მიღებულიყო. მაინტერესებს, ევროკავშირში ვინმემ თუ მოგიწონათ, თუ გითხრათ, „ყოჩაღ, მაგრები ხართ ეს კანონი რომ მიიღეთო“?! უმრავლესობის მხრიდან ხშირად არის პირდაპირი თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, მათ შორის ევროპელ პარლამენტარებზე. მაინტერესებს, ვინმემ, რომელიმე შეხვედრაზე თუ მოგიწონათ, „ყოჩაღ, ქართველებო!“, „ყოჩაღ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, რომ ესხმით თავს და გამოირჩევით ანტიდასავლური რიტორიკით. აი, ზუსტად ეგ არის გზა, რომელიც თქვენ ხელს შეგიწყობთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ!“ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი მაინც, ევროპაში, ევროკავშირში, რომელმაც მოგიწონათ, „ყოჩაღ, 12 პუნქტი მაგრად არის შესრულებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი“. როდესაც თქვენი უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, "მხილების“ დიდი კამპანია რომ გაქვთ მოწყობილი, თუ არის ვინმე საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც თქვენ მოგიწონათ, ტაში დაგიკრათ, რომ „ყოჩაღ, საქართველო, როგორ ამხელთ გლობალური ომის პარტიას!“ მითხარით, ვინმემ საერთოდ მოგთხოვათ თქვენ როგორ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო რომ ჩაერთოს ომში? დაბოლოს, თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება