ილია დარჩიაშვილი - ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, დარჩიაშვილმა „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ ფარგლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მკაფიოდ იკვეთება „საქართველოს ბუნებრივი როლი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, თურქეთს მიწისძვრის პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

დარჩიაშვილმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო, სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უდიდესი შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან საერთო ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს