36 წლის ლგბტ აქტივისტი არის სტუდენტი, მაგრამ 20-22 წლის გოგო-ბიჭები არიან ზონდერები - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აცდენილია.
„გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, 36 წლის ლგბტ აქტივისტი არის სტუდენტი, მაგრამ 20-22 წლის გოგო-ბიჭები არიან ზონდერები. ქართველ სტუდენტებს ეძახეს ზონდერები, მაგრამ 36 წლის პროვოკატორი, ლგბტ აქტივისტი, არის სტუდენტი - ეს არის მათი ლოგიკა, ამიტომ არიან აცდენილები ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.