ილია დარჩიაშვილი - გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებები, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს

გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს.

პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება