მიხეილ დაუშვილი ილია დარჩიაშვილს - გრძნობთ პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ჩვენზე გაცილებით წინ არიან ევროინტეგრაციის ნაწილში და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა?!

მაინტერესებს თქვენი პოზიცია, საერთოდ თქვენ გრძნობთ თუ არა და ხართ თუ არა პასუხისმგებელი, ასევე თქვენი გუნდის პასუხისმგებლობას სად ხედავთ მაშინ, როდესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ჩვენზე გაცილებით წინ არიან ევროინტეგრაციის ნაწილში და ჩვენ ამ დროს ისიც კი არ ვიცით, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა,- ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

დაუშვილის განცხადებით, ეს რეალურად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველოს შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არის ქართველი ხალხის ცალსახა გადაწყვეტილება.

„ბატონო, მინისტრო, ჩემი კოლეგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, პერსპექტივა რომ მივიღეთ, ეს არის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, მაგრამ მე შემიძლია გაგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაიწყოს 2023 წელსვე უკრაინასთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. რეალურად რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში და დღეს ფაქტობრივად გამოდის, რომ საქართველო არის ბოლო ადგილზე ამ მიმართულებით. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, საერთოდ თქვენ გრძნობთ თუ არა და ხართ თუ არა პასუხისმგებელი, ასევე თქვენი გუნდის პასუხისმგებლობას სად ხედავთ მაშინ, როდესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ჩვენზე გაცილებით წინ არიან ევროინტეგრაციის ნაწილში და ჩვენ ამ დროს ისიც კი არ ვიცით, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა. დღეს, სამწუხაროდ, ეს საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამისი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ ერთადერთი იმედი, რის გამოც ჩვენ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არის ჩვენი მოქალაქეების ნება და ჩვენი მოქალაქეების ცალსახა გადაწყვეტილება",- განაცხადა დაუშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა