თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს - როდესაც მეგობარ ელჩს იბარებთ და მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ხმას არ იღებთ, ეს ნორმალური არ არის - პარტნიორებთან ასეთი ქცევა და მტერთან დუმილი არ არის სტრატეგიის შესაბამისი

ამ მოცემულობაში, როდესაც მეგობარ ელჩს იბარებთ და მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ხმას არ იღებთ, ეს ნორმალური არ არის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

აქუბარდიას განცხადებით, პარტნიორებთან ასეთი ქცევა და მტერთან დუმილი არ არის სტრატეგიის შესაბამისი.

„თქვენ ნორვეგიის ელჩის განცხადებაზე ისაუბრეთ და როგორ ფიქრობთ, ნორმალური იყო ის შედარება რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრეივიკთან დაკავშირებით გააკეთა. უბრალოდ არაფერი მიუღებელი არ ყოფილა ელჩის განცხადებაში, როდესაც მან თქვა რომ შედარება არის მიუღებელი, მიხეილ სააკაშვილის გამო არა ტერორისტ ბრეივიკის გამო. ამ მოცემულობაში როდესაც მეგობარ ელჩს იბარებთ და მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ხმას არ იღებთ, ეს არ არის ნორმალური და ამაზე პასუხი მინდა თქვენგან და თუ შეიძლება დამეხმაროთ იმიტომ, რომ პარტნიორებთან ასეთი ქცევა და მტერთან დუმილი არ არის სტრატეგიის შესაბამისი“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დაადასტურა, რომ საგარეო უწყებაში ნორვეგიის ელჩი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე მისი შეფასებების გამო დაიბარეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო