ხატია დეკანოიძე - არ ვთვლი, რომ სააკაშვილის განცხადებაში იყო მოწოდება ერთი სიისკენ, თუ რამის გარშემო გაერთიანებაა საჭირო, ეს არის სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზის აწყობა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ

არ ვთვლი, რომ სააკაშვილის განცხადებაში იყო მოწოდება ერთი სიისკენ, თუ რამის გარშემო გაერთიანებაა საჭირო, ეს არის სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზის აწყობა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ. ამ საკითხზე ყველასთან ვითანამშრომლებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დიდი როლი ჰქონდა უკრაინაში, თუმცა, მისი გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, მოსალოდნელი იყო.

„მე ვერ გეტყვით „ნაციონალურ მოძრაობაში" რა პროცესები იქნება, რას გამოიწვევს. ვფიქრობ, დადებითი ფაქტორია მათთვის ამომრჩევლის მობილიზების კუთხით. რაც შეეხება ოპოზიციურ ძალთა გადალაგებას, ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი 61 პროცენტის წამოყვანაა მნიშვნელოვანი და ამ კონფიგურაციაზე უნდა ვიფიქროთ. მე არ ვთვლი, რომ მის განცხადებაში იყო მოწოდება ერთი სიისკენ, ვფიქრობ, თუ რამის გარეშემო არის გაერთიანება საჭირო, ეს არის სტრატეგიული საკომუნიკაციო მნიშვნელოვანი ხაზის აწყობა, რომელიც იქნება პროპაგანდის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით მე ყველასთან ვითანამშრომლებ, ეს მაინტერესებს პირველ რიგში - როგორ მოვერიოთ "ქართული ოცნების" პროპაგანდას,"- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, მისი პოლიტიკაში დაბრუნების გათვალისწინებით მოსალოდნელია თუ არა მისი პატიმრობის, როგორც ჰუმანიტარული საკითხის ჩახსნა, დეკანოიძე პასუხობს, რომ ქვეყნები, სადაც პრეზიდენტები ციხეში სხედან, მძიმე მდგომარეობაში არიან იმიჯის თვალსაზრისით.

"თუ ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას, რომ პოლიტიკაში მობრუნდეს, ალბათ მნიშვნელოვანია ესეც, ჩემი პოზიცია იცით, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში არ უნდა იყოს, ასეთი ქვეყნები იმიჯის კუთხით არიან მძიმედ. ვფიქრობ, პრეზიდენტები ციხეში, მძიმეა ზოგადად ქვეყნისთვის", - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. მისივე თქმით, "ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში". მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებას კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

„როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის