ნიკა ჩერქეზიშვილი - ასეთი არარსებული და გამოგონილია დღევანდელი ხელისუფლებაც ჩვენი ქვეყნისთვის

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი თბილისში სკოლების პრობლემებზე მუშაობას აგრძელებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„მოკლედ, თბილისის საჯარო სკოლებთან დაკავშირებით, გვაქვს სრული "ტიან-შანი".

თითქოს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არიან კონკრეტული პირები, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც "ცისფერ მთებშია", პატრონი არ ჰყავს არაფერს. სრული უპატრონობა, სრული უპასუხისმგებლობა, სრული განუკითხაობა.

დღეს კიდევ ერთ-ერთ სკოლაზე ვამზადებდი სიუჟეტს... ეს სკოლაც სამი წელია, რაც დაკეტილია და როგორც ვატყობ, როგორც მინიმუმ, ერთი ამდენს კიდევ დაიმატებს ზევიდან და არ გაიხსნება.

ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში დაკეტილი უნდა იყოს სკოლა და, ბოდიში გამოხატვისთვის, ეს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰოდა, კარზე დამხვდა გაკრული ეს ფურცელი (იხ. ფოტო). ეგ არის ზუსტად!

ვეძებ პასუხისმგებელ ტიპს მთელ ამ ქაოსზე, ვინც ასე აწვალებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველგან ეს ორი სიტყვა მხვდება - იკითხეთ გივი!

გივი, გივიი, გივიიი... გივი კიდევ, თქვენც კარგად იცით, არ არსებობს! გამოგონილი პერსონაჟია.

ასეთი არარსებული და გამოგონილია დღევანდელი ხელისუფლებაც ჩვენი ქვეყნისთვის! არ ვიცი, ალბათ მაშინ გამოვფხიზლდებით, თავზე რომ დაგვემხობა ყველაფერი, როგორც იმ ფილმშია", - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს