გია ცაგარეიშვილი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების იმ იმედით გამოგზავნა, რომ ჩვენ ხელაღებით დავიწყებთ მათ განხილვას, არასერიოზულია, ასე ადამიანები პოლიტიკაში, მითუმეტეს, პრეზიდენტები, არ იქცევიან

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების იმ იმედით გამოგზავნა, რომ ჩვენ ხელაღებით დავიწყებთ მათ განხილვას, არასერიოზულია, ასე ადამიანები პოლიტიკაში, მით უმეტეს, პრეზიდენტები, არ იქცევიან და არ უნდა იქცეოდნენ - კონსულტაციებმაც აზრი დაკარგა,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენას პარლამენტისთვის.

ცაგარეიშვილის თქმით, მათთვისაც და პრეზიდენტისთვისაც კარგი იქნება, თუ გაითავისებს და შეეგუება, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობა იქნება 2024 წლის არჩევნებამდე, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

"ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე პერსონალურად ვის ვიცნობ და ვის არა. ძალიან კარგად იცით, ამგვარ თანამდებობებზე განწესების საშუალება გაჩნდება მას შემდეგ, როცა გაიმართება კონსულტაციები პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ამგვარად წარმოდგენილი კანდიდატები, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას გააჩენს ამ საკითხში და ასე ზოგადად არ იქცევიან და არ ექცევიან პარლამენტს და მის უმრავლესობას და მე მგონი, საუბარს, დიალოგს და კონსულტაციებს წინ არაფერი უდგას. ასე გამოგზავნა ამ კანდიდატების იმ იმედით, რომ ჩვენ ხელაღებით დავიწყებთ ამ კანდიდატების განხილვას, არის ფრიად არასერიოზული და ასე ადამიანები პოლიტიკაში, მითუმეტეს პრეზიდენტები არ იქცევიან და არ უნდა იქცეოდნენ. ესაა ჩემი, ჩათვალეთ, სუბიექტური მოსაზრება. ჩვენ ღია ვართ და გახსნილები, რომ კონსულტაციები შედგეს, მაგრამ ახლა, როცა კანდიდატები შემოთავაზებულია და წარმოდგენილი, მგონი კონსულტაციებმაც ყველანაირი აზრი დაკარგა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ უმრავლესობაშიც ასე ფიქრობენ ჩემი კოლეგები. მე დავამატებ, რომ აზრიც არ აქვს განხილვებში შესვლას, როცა ამგვარი დამოკიდებულებაა უმრავლესობის მიმართ. ჩვენ ვინმეს მოვწონვართ თუ არა, ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის ქალბატონმა პრეზიდენტმაც და ეს მან ძალიან კარგად იცის, რომ 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე ამგვარი შემადგენლობა იქნება პარლამენტში, თუ ამას შეეგუება და გაითავისებს მისთვისაც კარგი, ჩვენთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც. ჩვენ ამ ქვეყნის მხოლოდ საუკეთესო ინტერესები გვამოძრავებს",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის