ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას - დაანებეთ თავი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ იმას, რომ ეს ქვეყანა დავუახლოოთ ევროკავშირს

დაანებეთ თავი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ იმას, რომ ეს ქვეყანა დავუახლოოთ ევროკავშირს, - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ილია დარჩიაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა.

„ხალხი ბრძენია და ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ. ხალხი ხედავს ვინ რას აკეთებს. ხალხი ხედავს როგორია ჩვენი დამოკიდებულება, როგორი გულით და ენთუზიაზმით ვქმნით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ამას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ხალხი ხედავს ჩვენს ოპონენტებსაც, თუ როგორ მავნებლურად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ხშირად თქვეს, „ანტიდასავლური რიტორიკა“, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას მოეშვით მეგობრებო, ეს აზიანებს ამ ქვეყანას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს. სულ მინიმუმ, დაანებეთ თავი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ იმას, რომ ეს ქვეყანა დავუახლოოთ ევროკავშირს.

კიდევ ერთი, სხვა დიპლომატებზე ზრუნავენ და ყოველდღიურად თავიანთი განცხადებებით, დამოკიდებულებით, საკუთარ ქართველ დიპლომატებს აყენებს შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძახო ის, რასაც ისინი კადრულობენ, აყენებენ ყოველდღიურად შეურაცხყოფას. მე მინდა თითოეულ დიპლომატს მადლობა გადავუხადო ღირსეული და ღირებული საქმისთვის, რომელსაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აკეთებთ. ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა, საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოთმენისთვის და მათ მაგივრად მოგიხადოთ ბოდიში იმიტომ, რომ ამის მოთმენა ცოტა რთულია, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობიანი ხალხი ვართ პარტნიორებსაც ვეტყვით, რომ მზად ვართ დეპოლარიზაციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება