ირაკლი ჩიქოვანი - ვერ მოიყვანენ ციტატას, რომლითაც დაამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა ან მთავრობის წარმომადგენელმა ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა  - ეს სიცრუეა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სიცრუეს აქვს ექო

ვერ მოიყვანენ ვერცერთ ციტატას, რომლითაც დაამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა ან მთავრობის წარმომადგენელმა ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა - ეს სიცრუეა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სიცრუეს აქვს ექო და არიან ადამიანები, რომლებიც ამ პოსტულატებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ევროპაშიც იმეორებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

ჩიქოვანის თქმით, სწორედ ეს ადამიანები უპირისპირდებიან იმას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ფუძემდებლურია - ისტორიას, რელიგიას, ღირებულებებს, მთავარ ფასეულობებს, ხოლო პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოსვლას უწუნებენ.

„გამოდიან და იმის შესახებ საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ ჩვენს ქვეყანას ანტიდასავლური რიტორიკით პრობლემებს ვუქმნით. რასაც ისინი ანტიდასავლურს ეძახიან, ეს არის ტყუილი. არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც ევროპის გზაზე უფრო მეტი შედეგი აქვს, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ასევე არ ყოფილა ისეთი ღირსეული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ იტყვის, მათ შორის ევროპული ინსტიტუტებიდან უსამართლო, არასწორი კრიტიკის საფუძველზე წამოსულ განცხადებებს უპასუხებს და ამაზე რეაგირებას გააკეთებს.

დიახ, ჩვენ ყოველთვის გვექნება პოლიტიკოსების მიმართ რეაგირება, რომელთაც არასწორი წარმოდგენა აქვთ, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე და დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებსა და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად მიაჩნიათ და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მათ მთელი სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოძალადე სისტემად აქციეს.

ჯალათებად ჩამოყალიბდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რელიგიას, ჩვენი ქვეყნის მთავარ ფასეულობებს, - ოჯახს, ღირებულებებს. ესენი უწუნებენ ირაკლი ღარიბაშვილს გამოსვლას კონსერვატიულ კონფერენციაზე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, მაგრამ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ტრადიციებს და აუცილებლად განვავითარებთ იმას, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა