ბექა ოდიშარია - ეს არის რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, რომლისთვისაც წესით დევიზი უნდა იყოს შემდეგი - „ან ჩვენ ვიქნებით და თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის საპასუხოდ სიტყვით გამოვიდა. მან, განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„ეს არის რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია რომლისთვისაც წესით დევიზი უნდა იყოს შემდეგი, - ან ჩვენ ვიქნებით და თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“,-განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, „მათი ეს გაუთავებელი ნარატივი, რომ ჩვენ სანქციების არიდებას ვუწყობთ ხელს და საქართველო შავი ხვრელია, არის ტყუილი.

„არადა არსად, არცერთ საერთაშორისო ასპარეზზე არ მომისმენია პრეტენზია ჩვენს მიმართ. ნაცარს გვაყრიან თვალებში და ხალხი აღარ ჭამს ამ ტყუილებს“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ხელისუფლებას შეინარჩუნებს ის პარტია და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირველ რიგში ატარებს თავის ქვეყნის ინტერესს და რეგიონში არის მყარი პარტნიორი, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის თითოეული ქვეყნის, რომლის უაღრესად მადლიერები ვართ.

ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს ხალხი გონს მოეგოს, მათ უნდა გაანალიზონ რომ დაატყდებათ ქართველი ხალხის რისხვა, ვინაიდან ჩვენ ამ სიმართლეს ქართველებამდე მივიტანთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის წინსვლისთვის. და ვინც მართლა რუსულ საქმეს აკეთებს ის არ აკეთებს არაფერს არც პარლამენტში და გარეთაც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული. ასე რომ, სჯობს მოეგოთ გონს, ვიდრე ქართველი ხალხი მიგითითებთ თქვენს საბოლოო ადგილს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს