გიორგი ვაშაძე - წითელი ხაზი არის ჩემთვის ერთადერთი - „ქართული ოცნება“, როგორც ყველაზე მავნებელი რუსული ძალა და მისი პატარ-პატარა საცეცები, რომლებიც გარშემო ჰყავს „პარტიუკებად“ რუსულ ფლანგზე

არაფერს მე კატეგორიული ტონით არ ვსაუბრობ, რაც დასჭირდება საქართველოს, რაც იქნება ხალხის დაკვეთა და სურვილი, მე იმ დაკვეთას და სურვილს შევასრულებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თანაგუნდელებთან ერთად, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დასმულ შეკითხვას, კატეგორიულად გამორიცხავს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო საარჩევნო სიის ჩამოყალიბებას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის წითელი ხაზი მხოლოდ პრორუსული „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პარტიებია.

„წითელი ხაზი არის ჩემთვის ერთადერთი და ეს წითელი ხაზი არის „ქართული ოცნება“, როგორც ყველაზე მავნებელი რუსული ძალა საქართველოში და მისი პატარ-პატარა საცეცები, მიკროელემენტები, რომლებიც გარშემო ჰყავს პარტიუკებად რუსულ ფლანგზე. პროევროპულ ფლანგს უნდა ჰქონდეს საერთო წინააღმდეგობის სტრატეგია და ფორმატი. ამ თვალსაზრისით ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. შეიძლება ისეთი გარემოება იყოს, რომ ყველას ერთად მოგვიწიოს გასვლა, შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, რომ სამი სხვადასხვა ფლანგით მოგვიწიოს გასვლა. მე ყველა ოპოზიციურ ლიდერთან ღიად ვსაუბრობ ამ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა მის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რეალურად ქართული პოლიტიკიდან წასული არ ყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ პოზიციებთან დაკავშირებით, მობრუნდა თუ არ მობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ის რეალურად წასული იყო ქართული პოლიტიკიდან, პოლიტიკის ნაწილია მიხეილ სააკაშვილი.

მე დღესაც მხარს ვუჭერ მის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებას იმიტომ, რომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის პუტინის დავალებით ზის ციხეში „ქართული ოცნების“ ხელით, ეს არის პირდაპირ პუტინის დავალება. ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს რუსული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას და პუტინის სურვილების არ აღსრულებას საქართველოში, მე ყველაფერს დავუჭერ მხარს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა