პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი ამბობს, როგორც პატრიოტი, მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რა უფლება გვაქვს ვინმეს დავუშალოთ ან არ დავუშალოთ ამ პროცესში მონაწილეობა?!

ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] ამბობს, როგორც საქართველოს პატრიოტი, რომ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რა უფლება გვაქვს ვინმეს დავუშალოთ ან არ დავუშალოთ ამ პროცესში მონაწილეობა - თუ სადმე ერთიანობას დავაპირებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არათუ მესამე ცენტრი, არამედ პირველი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მანჯგალაძის თქმით, მისი პარტია პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„რაც შეეხება გაერთიანების საკითხს, თუ სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ბლოკში და სადმე ერთიანობას დავაპირებთ, არათუ მესამე ცენტრი არ იქნება, არამედ იქნება პირველი, პირობას გაძლევთ. ისეთი ცენტრის ფორმულირებაზე ვმუშაობთ, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ასევე, მხარს ვუჭერთ და მივესალმებით მეორე და მესამე ცენტრის არსებობას. ჯამში, ოპოზიციამ უნდა მოუგოს ხელისუფლებას. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ ეტაპზე არანაირი „წითელი ხაზები“ არ აქვს არცერთ პროდასავლურ პარტიასთან. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საარჩევნო სტრატეგიებიდან და მიზნებიდან გამომდინარე არჩევნებთან ერთად. ამდენად, მზად ვართ, ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არაა, მანჯგალაძემ ასე უპასუხა: „ქართული ოცნება“ როგორ საუბრობს პასპორტზე - ბიძინა ივანიშვილმა კამპანია რომ დაიწყო, საფრანგეთის მოქალაქე იყო“.

„პირადად ჩემთვის, სააკაშვილი არც არასდროს ყოფილა ქართული პოლიტიკის მიღმა. ის, ყოველთვის იყო და იქნება ფაქტორი როგორც მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც ბევრი პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მოსწონს ვინმეს თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური ფაქტორი საქართველოში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა