„ლელო“ - ძალადობით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა მიუღებელია, ხელს უწყობს პოლარიზაციის და დაპირისპირების გაღრმავებას - მოვითხოვთ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა დაუყოვნებლივ გამოიძიონ

ძალადობის ფორმებით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა არის მიუღებელი, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის და დაპირისპირების გაღრმავებას - მოვითხოვთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და დასჯილი, - ამის შესახებ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ასევე საგანგაშოა ისიც, რომ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებთან დაიგეგმა აქცია და ფიზიკური ძალადობის ახალი პოტენციური საფრთხე შეიქმნა.

„ლელო-საქართველოსთვის“ უკიდურესად შეშფოთებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტით, რომელიც ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელდა. ასევე საგანგაშოა, რომ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებთან დაიგეგმა აქცია და ფიზიკური ძალადობის ახალი პოტენციური საფრთხე შეიქმნა. ქვებს ესვრიან ახალგაზრდებს და ემუქრებიან.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ძალადობას, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვას.

ძალადობის ფორმებით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა არის მიუღებელი, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის და დაპირისპირების გაღრმავებას. ეს პროცესი ეწინააღმდეგება დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპებზე აგებული სახელმწიფოს არსს.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსგავსი არაერთი ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან აგრესიის და ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებამ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, ძალადობრივი გარემოს შექმნას პირდაპირ შეუწყო ხელი.

მოვითხოვთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და დასჯილი. მოვუწოდებთ პოლიციას მოქმედებისკენ და ახალგაზრდების დაცვისკენ.

სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას! ხელისუფლების მიერ მართული დაშინების და ძალადობის კამპანია ვერ აიძულებს ვერც დემოკრატიული ოპოზიციას, ვერც თავისუფალ მედიას და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას, შეწყვიტოს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის