ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის უნივერსალური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც წარმატებით იყენებს - ვხედავთ ნიშნებს, რომ შესაძლოა, „ქოცურ-ნაცური“ კოალიცია ვიხილოთ

სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის უნივერსალური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც წარმატებით იყენებს ხოლმე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, არც ბიძინა ივანიშვილი და არც მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არ წასულა.

„სააკაშვილის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ სტარტი უკვე აიღო. ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა არც ბიძინა ივანიშვილი და არც სააკაშვილი. ძალიან არასერიოზულია ეს დამოკიდებულება, რასაც ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის მიმართ ამჟღავნებენ. ზოგადად, სააკაშვილიც ამ ქვეყნის წარსულია, რომელიც 2024 წელს წარსულში უნდა დავტოვოთ და მომავლის არჩევანი გავაკეთოთ, რადგან პოლიტიკურ რინგზე ამ ორი ადამიანის ბრძოლამ ამ ქვეყნის დღევანდელობა გადაიყოლა, მინდა, რომ მომავალში ეს ასე არ იყოს.

რა თქმა უნდა, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ არასდროს საერთო არ ექნება ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. ჩვენი პოლიტიკური პარტიის სტრატეგიული ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავუშვათ 2024 წელს ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშით დაბრუნება არ მოხდეს. მეორე სტრატეგიული ამოცანაა, 2024 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯამში, 50% არ აიღოს, რადგან ჩვენ ნიშნებს ვხედავთ და ამის ფაქტები არსებობს, რომ შესაძლოა, „ქოცურ-ნაცური“ კოალიცია ვიხილოთ. როცა ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ, მაშველ რგოლებად ევლინებიან ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის უნივერსალური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც წარმატებით იყენებს ხოლმე იმისთვის, რომ პოლიტიკური ველი გაკრიფოს და მობილიზება გააკეთოს სააკაშვილის წინააღმდეგ და სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა მომავლის არჩევანი და ვფიქრობ, 2024 წელს, გონიერი ამომრჩეველი გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს. არც სააკაშვილთან, არც მის ერთობასთან, არც ბიძინა ივანიშვილთან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას საერთო არასდროს ექნება და არც არასდროს ჰქონია. ვისაც უნდა, გაერთიანდეს სააკაშვილთან და მის გარეშემო ერთობა შექმნას, მისი სურვილია“, - განაცხადა სიჭინავამ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით