მამუკა ხაზარაძე - ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, გვახსოვს - ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და ახალგაზრდული ბანაკის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„ბრიტანეთიდან, ამ ცივილური გარემოდან, კიდევ უფრო კოშმარულად და კატასტროფულად ჩანს ის ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი მარბიელი დანაყოფები ახორციელებენ ახალგაზრდებზე, ჩვენს შვილებზე, პოლიტიკოსებზე... მიუღებელია!

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს. მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება" ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი - ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“ - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა