საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

2023 წლის 17 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის