პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება

ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ასე რომ, დეკემბერში 27 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იქნება, ერთმანეთს შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნებაზე იქნება დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე დრო, ნახევარი წელი ჯერ კიდევ არის. ასე რომ, რეალურად ველით პროგრესს 12 პრიორიტეტზე, რაც შეიძლება მეტ პროგრესს. და ჩვენ ასევე უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის