გიგა ბოკერია - დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი - პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე, ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას

დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერას წარმოადგენს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენ რაც გვახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ყველა ამ ტიპის რეჟიმი და განსაკუთრებით პუტინისტური სულისკვეთების, როგორიც მაგალითად იანუკოვიჩის იყო, ამ მეთოდებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ. როცა თვლიან, რომ უჭირთ უფრო მეტად, მაშინ მათი ასეთი ამაზრზენი საქციელი უფრო ინტენსიური ხდება და როგორც ჩანს, ახლა ამის მოწმე ვართ.

ამ სურათის შემხედვარე ყველა მოქალაქე, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა, ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქვეყნის შიგნით მშვიდობა, არა თუ რაიმე სხვა ტიპის უსაფრთხოება, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ეს რეჟიმი ყველა თვალსაზრისით, ყველა მისი ნაბიჯით პირდაპირ და ირიბად ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს და ჩვენს მომავალს ღალატობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის