რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეპუტატები არ ვფოკუსირდეთ მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და ჩვენი სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი იყოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (COSP16) მონაწილე სახელმწიფოთა მე-16 კონფერენციას „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირები მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე არ იყვნენ ორიენტირებული და მათი სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი იყოს.

„COSP16-ზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეპუტატის გამოცდილების შესახებ: აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პოლიტიკურ დებატებსა და პროცესებში, რაც ირიბად დაეხმარა ცნობიერების ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ვფოკუსირდეთ მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და რომ ჩვენი სამუშაო პროცესები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებები“, - დაწერა დეპუტატმა „ტვიტერზე“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს