ლევან ხაბეიშვილი - გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, ისტერიკები ჰქონდათ - უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება

გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ - უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია.

„გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს გარკვეულ გაერთიანებაზე იფიქრონ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იქით. ჩვენ არსად არავინ დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მგონია, რომ არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია, რა გვინდა იმ საკითხზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ვინ როგორ დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს