ანა დოლიძე - თბილისის საკრებულო დღემდე არ გვპასუხობს წინადადებაზე, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხს ეხება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღემდე არ გვპასუხობს წინადადებაზე, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხს ეხება, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, მის პარტიას საკრებულოში ბევრი წინადადება აქვს წარდგენილი, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პარტიას “ხალხისთვის” აქვს ძალიან ბევრი წინადადება წარდგენილი ქ. თბილისის საკრებულოში, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. მათ შორის, ერთ-ერთი წინადადება 1-ელ მაისს წარვადგინეთ, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის საკითხს ეხება. გუშინ რუსთაველზე ვნახეთ ბევრი ხალხი, რომელიც ამ საკითხს გულშემატკივრობს. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის საკრებულო ამ წინადადებაზეც არ გვპასუხობს. როგორც ჩანს, ჩვენ არა ვართ მათთვის საყვარელი და სასურველი ოპოზიცია. ქ. თბილისის საკრებულოს ურჩევნია, რომ ჩვენი წინადადებები არ განიხილოს და შესაბამისი ლეგიტიმაცია არ მოგვანიჭოს. არა უშავს, ჩვენ უნდა დაველოდოთ წელიწად-ნახევარს და ყველა ამ წინადადებას ჩვენი პარტია 2024 წელს პარლამენტში მიიღებს," - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია