სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა - ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირებაა „სისხლიან რეჟიმთან“

„ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა და ასეა დიდი ხანია, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ძალადობის კონკრეტული ეპიზოდები, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თსუ- ში, ბორჯომში და გორში მომხდარ ინციდენტებს.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, შექმნილი ვითარება შესაძლოა ოპოზიციასაც აწყობდეს, რადგან „სისხლიან რეჟიმთან დაპირისპირების" სურათი იქმნება.

„ეს არის საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდი, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება და სადაც მთავარი ამბავი იქნება ურთიერთლანძღვა - გინება, "ქართულ ოცნებას" ეს აწყობს, რადგან ლანძღვა - გინებაში მეტი რესურსი გააჩნია, გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არავინ ილაპარაკებს ამ ფონზე რაიმე მნიშვნელოვან თემაზე, მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან, სინამდვილეში ოპოზიცია განწირული იქნება, რომ დამარცხდეს, თუ "ქართული ოცნების" ამ თამაშს აჰყვება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხნენ.

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში