ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს - ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება

ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებითა და სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით, ბათუმის ნავთობტერმინალში, რომელსაც ყაზახური კომპანია KazTransOil-ი მართავს, რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე ასკარ საპარბეკოვი ინიშნება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსული კლანი საპარბეკოვს ბათუმის ნავთობტერმინალში კომერციისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, რომლის მთავარი მიზანიც ბათუმის ნავთობტერმინალის და პორტის სრულად კონტროლია.

ლევან ხაბეიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას და ყაზახეთის საელჩოს საქართველოში და სთხოვს, რომ აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესდნენ და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ჩაატარონ.

ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად საქმე ბათუმის პორტსა და ნავთობტერმინალს უკავშირდება. ყველას გახსოვთ 2022 წლის 27 ივნისს ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული თურქული დროშით მცურავი ტანკერი ESEN KA-შემოვიდა. ტვირთი რუსულ სანქცირებულ სახელმწიფო კომპანია Роснефть-ს ეკუთვნოდა, საქართველოში მისი შემომტანი კი Petrocas energy group-ის შვილობილო კომპანია SPG Treidingi-ი იყო, აღნიშნული კომპანიები კი საქართველოში სწორედ რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის აქტივებს წარმოადგენს.

რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის მიზანი სანქციებისგან გვერდის ავლა იყო, ტანკერი, რომელიც რუსეთიდან ბათუმის პორტში შემოვიდა შეიცვლიდა დოკუმენტებს, თითქოსდა ის საქართველოში დაიტვირთა და რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების ნაცვლად, დატვირთულია თურქმენული დიზელით, რის შემდეგაც ტვირთი შეფერხების გარეშე მოხვდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში.

ერთი წლის წინ, როცა ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული ნავთობპროდუქტები იყო და ტანკერმა დაუყოვნებლივ ბათუმის პორტი დატოვა.

მას შემდგე ერთი წელი გავიდა, მაგრამ აღნიშნული ფაქტის შესახებ ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია. ბუნდოვანია, დაინტერესდნენ თუ არა საკითხით შესაბამისი სამსახურები და მოიკვლიეს თუ არა ვინ იდგა აღნიშნული თაღლითური სქემის უკან.

დღეს ჩვენთვის ცნობილი ხდება ახალი დეტალები, ბიძინა ივანიშვილის კლანის უშუალო ლობირებით და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობით ბათუმის ნავთობტერმინალში რომელსაც მართავს ყაზახური კომპანია KazTransOil-ი, ინიშნება რუსული ნავთობგიგანტის Роснефть-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი, ვინმე ასკარ საპარბეკოვი. რუსული კლანი მას ბათუმის ნავთობტერმინალში კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლობირებს, მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჰქონდეთ გაყალბებული დოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობა და შემდგომში სრულად აკონტროლონ ბათუმის ნავთობტერმინალი და მთლიანად პორტი.

რუსული ინტერესების ლობირებაში, სავარაუდოდ, ჩართულია კომპანია KazTransOil-ის წარმომადგენელი ერიკ საგიევი, მათი ამოცანაა ბათუმის პორტის გამოყენებით რუსულმა კომპანიებმა გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს, რაც მიზნად ისახავს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას.

მივმართავ შესაბამის სამსახურებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ყაზახეთის საელჩოს საქართველოში, დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით და გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

საქართველო არ გახდება პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერი და ყველა ის პირი ვინც ჩართულია ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმეში უმკაცრესად დაისჯება.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით